პანკისელმა ახალგაზრდებმა სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობაზე იმსჯელეს
შეხვედრის მოდერატორის, სულხან ბორძიკაშვილის განცხადებით, მან ახალგაზრდებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, ინფორმაცია მიაწოდა თანამედროვე გამოწვევებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ.
,,შეხვედრა წარიმართა დისკუსიის რეჟიმში. ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდა, რა არის სამოქალაქო აქტივიზმი, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში როგორ ჩაერთონ მოქააქეები, რა მნიშვნელობის მატარებელია დუისის საგანმანათლებლო ცენტრი და მისი მსგავსი დაწესებულებები და სხვა”, – განაცხადა knews.ge-სთან ბორძიკაშვილმა.
პროექტი ხორციელდება კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.