გომბორის გზაზე ავარიისას 1 ადამიანი გარდაიცვალა, 3 დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, საპირიპიროდ მოძრავი ორი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც knews.ge-ს საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, ერთ დაშავებულს მუცლის ღრუს დაზიანება ჰქონდა, რის გამოც საჭირო გახდა ოპერაციული ჩარევა. ჩაუტარდა. ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, ორ პაციენტს კი ტვინის შერყევა და გულმკერდის ტრამვა აქვს. მისივე თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.