ახალი ამბები

წნორში დასასვენებელი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

როგორც Knews.ge-ს სიღნაღის მერიაში განუცხადეს, პროექტი, რომლის ღირებულებაც 135 666 ლარს შეადგენს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
,,დასასვენებელი სკვერის რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყობა კალათბურთის სათამაშო მოედანი, საბავშვო ატრაქციონები, დამონტაჟდება გარე განათების თანამდროვე სისტემა, განთავსდება სკამები და ნარჩენებისთვის ურნები. პარკში დაემატება სასეირნო ბილიკები. პროექტის ფარგლებში რსკვეში არსებული შადრევნის რეაბილიტაციაცაა დაგეგმილი”, – განაცხადეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.