გურჯაანის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას ახალი უფროსი ჰყავს
ის ბოლო პერიოდში ,,თიბისი“ ბანკის გურჯაანის ფილიალში ბიზნესის დაკრედიტების ექსპერტად მუშაობდა. ბაზერაშვილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა.
“კონკურსის წესით დავინიშნე. მაქვს მუშაობის საკუთარი სტრატეგია. უმთავრესი მიზანი იქნება, გურჯაანის მერიის სამსახურების მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მოსახლეობას ოპერატიულად მივაწოდოთ ინფორმაცია”, – განაცხადა შორენა ბაზერაშვილმა.