ახალი ამბები

სოფელ ველისციხეს 4 დღით გაზმომარაგება შეუწყდება

კომპანიაში „სოკარ ჯორჯია გაზი” აცხადებენ, რომ აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოები გახდა. კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდება 7 ივლისის 18:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღდგება. 
,,კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტისთვის და მოუწოდებს, ბინებში არსებული გაზის ონკანები დაკეტილი ჰქონდეთ და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები. დამატებითი ინფორმაციისთვის მოსახლეობას შეუძლია დარეკოს ,,სოკარ ჯორჯია გაზი”-ს ცხელ ხაზზე: 16 114”,- განაცხადეს კომპანიაში.