ახალი ამბები

თელავში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე 20 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

როგორც Knews.ge-ს თელავის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა განუცხადა, ამ ორი დღის განმავლობაში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე რეგისტრირებული იყო 749 აპლიკანტი. ნუნუ ასათაშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე არ დაფიქსირებულა აბიტურიენტის დაგვიანებისა და გამოცდიდან აპლიკანტის მოხსნის შემთხვევები. 
“თელავის საგამოცდო ცენტრში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. არც ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან არ მოხსნილა და ასევე არც ერთ აპლიკანტს არ დაუგვიანია”, – განაცხადა ნუნუ ასათაშვილმა. 
მისივე თქმით, განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურისა და ზოგადი უნარების გამოცდების) განრიგი: 3 ივლისისათვის დაგეგმილი მეორე სესია ჩატარდება 5 ივლისს, დილით. 5 ივლისის ზოგადი უნარების გამოცდის პირველი და მეორე სესია ჩატარდება 7 ივლისს, ანალოგიური თანმიმდევრობით.