მოზვერ შოუ – მესამე გადაცემა
საკვების მწარმოებელი კომპანია „აგროქიზი” და მედია ორგანიზაცია ,,კახეთის ხმა”, ერთობლივი იდეის ფარგლებში, რეალითი შოუს აგრძელებს. “The Mozver Show”-ს მესამე გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრებთ მეცხოველეობაში გენეტიკის გაუმჯობესების აუცილებლობაზე.
საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშების დიდი ნაწილი უცნობია, ამიტომ ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მხოლოდ უარესდებოდა. ამის შესაცვლელად კი აუცილებელია განვითარდეს ხელოვნური განაყოფიერება, საქონელი დაავადებებისაგან იყოს დაცული და გაუმჯობდეს როგორც მეხორცული, ასევე მერძეული ჯიშები.
საკვების მწარმოებელმა კომპანიამ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერება როგორც მომსახურება, პროექტი “MOLI – კახეთში” ხელშეწყობით, 5 წლის წინ დაიწყო. ,,აგროქიზიყის“ დირექტორის, ბექა გონაშვილის განცხადებით, ჯიშთა გაუმჯობესების მიზნით კომპანია სხვადასხვა ქვეყანასთან აქტიურად მუშაობს. გონაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მეთოდით დადებითი შედეგის მიღწევა ბევრად მარტივია.
გადაცემის მეორე ნაწილში დაპირებისამებრ, გაგაცნობთ ხელოვნური განაყოფიერების საფუძველზე დაბადებული ბოჩოლას, ,,ბელგიური ლურჯის” ისტორიას. მეხორცული ჯიშის ხბო საქართველოში პირველად დედოფლისწყაროში დაიბადა. ბექა გონაშვილი ჩატარებულ ექსპერიმენტს დადებითად აფასებს.
რეალითი შოუს მეოთხე გადაცემის პირველი ნაწილი დაეთმობა მოზვერების წონამატის დადგენასა და შედეგების შეფასებას, მეორე ნაწილში ვისაუბრებთ ხბოების გამოკვების ტექნოლოგიებზე.
გადაცემაზე მუშაობდნენ:
იდეის ავტორი: ბექა გონაშვილი
ავტორები: ნატალია ცისკარაშვილი, ვასილ ბაბუაშვილი, გიორგი ბეჟანიშვილი
AgroTVსაავტორო უფლებები დაცულია (C)