თელავში ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა
თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა გზაზე გადადიოდა, რომლის დროსაც მას დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც knews.ge-ს საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განუცხადა, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის მართვის სუნთქვაზე იმყოფება.
“20 წლამდე პირი უგონო მდგომარეობაში შემოიყვანეს. გარეგნულად მას მხრის და ბარძაყის მოტეხილობა აქვს. მდგომარეობა დასტაბილურდა. კრიტიკული მდგომარეობის გამო წნევა ჰქონდა დაბალი და კომპიუტერული გამოკვლევების ჩატარება შეუძლებელი იყო. მდგომარეობა დასტაბილურდა და პაციენტს მალე თავზე კომპიუტერული კვლევა ჩაუტარდება. არ ვიცით ახალგაზრდის სახელი და გვარი და ასაკი”, – განაცხადა ხათუნა ჭუნიაშვილმა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.