შსს – რუსეთის მიერ დაკავებულ ქართველ მესაზღვრეებს ლაგოდეხში ელოდებიან
ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს ერთ-ერთი მესაზღვრის, კობა მაჭარაშვილის ოჯახს. მისი მეუღლის, ირმა კაპანაძის თქმით, მას არავინ დაკავშირებია.
“არავის დაურეკავს, მხოლოდ გუშინ, მედიაში გავრცელების შემდეგ დამირეკეს დეპატამენტიდან და მითხრეს, რომ ჩემი მეუღლე სამსახურებრივი მოვალეობის დროს აღმოჩნდა რუსეთის მხარეს და დღეს დააბრუნებდნენ“, – განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს” ირმა კაპანაძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, რუსეთმა საქართველოს მესაზღვრეები დღეს უნდა გადმოსცეს.
გიორგი გახარიას უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 27 ივნისს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს ორი მესაზღვრე, მიღებული გეგმური დავალების შესაბამისად, საქართველო-რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე გავიდა მორიგი დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად. გარკვეული დროის განმავლობაში მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა.