დედოფლისწყაროს ბიუჯეტის გადასახადების ნაწილი ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა
“აღნიშნული ცვლილებების თანახმად, წყლის სისტემის რეაბილიტაციის 73 200 ლარით გაიზარდა. ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია გაიზარდა 157 600 ლარით, საკანალიზაციო სანიაღვრე სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცისათვის ბიუჯეტიდან დამატებით 100 200 ლარი გამოიყო, გარე განათებისათვის 70 500 ლარი, კეთილმოწყობის ღონისძიებებისათვის 114 400 ლარი, სპორტული მოედნებისა და დარბაზებისათვის კი 58 500 ლარი და სხვა. ჯამში, ადგილობრივი ბიუჯეტის გადასახადების ნაწილი 500 000 ლარით გაიზარდა”, – განუცხადა knews.ge-ს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილმა.