ახალი ამბები

თვითმმართველობათა ასოციაციამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც ათეა კვლევით ცენტრთან – PMC (საქართველო) და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALREG) თანამშრომლობით ახორციელებს. 
,,N4ED-ს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას. აღნიშნული პროექტი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ეხმარება წევრ მუნიციპალიტეტებს, რათა ადგილობრივი მოსახლეობა ჩაერთოს ეკონომიკური ზრდის პოლიტიკის შექმნაში, საქართველოს მუნიციპალიტეტებში დაინერგოს საქმიანობის შეფასების თანამედროვე ინსტრუმენტები. ამასთან, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ კარგი გამოცდილების გაზიარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა ათეას აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ.
მელუას ინფორმაციით, ევროკავშირის მხარდაჭერით მუნიციპალიტეტებში კარგი მმართველობისა და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობის მიზნით ღონისძიებების განხორციელება და აღნიშნულ პროცესში ათეას ჩართულობა რეგიონების განვითარებაზე დადებითად აისახება.