ახალი ამბები

გურჯაანში ხალხური სიმღერის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

ღონისძიების ფარგლებში გურჯაანისა და კუუსალუს მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ორ მხარეს შორის კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და კუუსალუს მუნიციპალიტეტის მერმა მონიკა სალუმ. 
“ეს იქნება სამომავლო მეგობრობის მემორანდუმი, რომელიც გურაჯაანისა და კუუსალუს მუნიციპალიტეტებს მოუტანს ინვესტიციებს. მოლაპარაკებები მიდიოდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. მანამდე ჩვენ კარგად ვიცნობდით ერთმანეთს. მემორანდუმი იქნება ჩვენი მეგობრობის ფურცელზე დამოწმებული დოკუმენტი”, – განაცხადა მონიკა სალუმ. 
ოფიციალური ნაწილის შემდეგ გაიმართა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ გურჯაანის, საგარეჯოსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ბავშვთა ანსამბლებმა და გუნდებმა. კონცერტზე, ასევე, გამოვიდნენ ესტონეთის კუუსალუს ბავშვთა გუნდი დირიჟორის, ტაავი ესკოს ხელმძღვანელობით. 
ფესტივალი „კუუსალუ- გურჯაანი – 2018“ გურჯაანის სამუსიკო გაერთიანებისა და შემოქმედთა ასოციაცია “რევერანსის” ინიციატივითა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.