შშმ პირებისთვის უფასო იურიდიული დახმარების პროგრამა იწყება
პროექტს ღია საზოგადოების ფონდი და „საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია“ განახორციელებენ.
,,უფასო იურიდიული დახმარება გულისხმობს, როგორც იურიდიული კონსულტაციების გაწევას სამედიცინო მომსახურების მიღების პროცესში წამოჭრილი პრობლემების გადასაჭრელად, ასევე დაზარალებულის ინტერესების დაცვას და წარმომადგენლობას სასამართლოში. პაციენტებს „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ მაღალკვალიფიციური ათი ადვოკატი მოემსახურება მთელი საქართველოს ტერიტორიაზე. ისინი დამატებით გაივლიან ტრენინგს შეზღუდულ შესაძლებლობებთან, პალიატიურ მზრუნველობასა და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 1-ელ ივლისს პაციენტთა მომსახურების ცხელი ხაზი ამუშავდება. ამავე პერიოდიდან გახდება მომსახურების მიღება შესაძლებელი იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მომსახურების კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ”,- განაცხადეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში.