ახალი ამბები

სოფელ გიორგიწმინდაში მცხოვრები მასწავლებელი 100 წლის გახდა

პედაგოგს იუბილე მერის მოადგილემ, ალექსი გილაშვილმა, სოფელ გიორგიწმინდაში მერის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ჭიაბერაშვილმა და ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის თანამშრომელმა, ქეთევან ბედიაშვილმა მიულოცეს. 
„ქალბატონი ანა 50 წლის განმავლობაში მუშაობდა გიორგიწმინდის საშუალო სკოლაში დაწყებითი კლასების პედაგოგად. მან ღირსეული წვლილი შეიტანა არაერთი თაობის აღზრდაში. იგი, ამავე დროს, მე-4 თაობის შთამომავლობას მოესწრო – ჰყავს 3, 7 და 10 წლის შვილიშვილის შვილიშვილები“, – განაცხადეს საგარეჯოს მერიაში.