თელავის თეატრში ბელორუსი რეჟისორი შექსპირის პიესას დადგავს
ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა მიხეილ ლაშიცკისთან თანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გააფორმა. სპექტაკლში მთავარ როლებს თელავის თეატრის მსახიობები შეასრულებენ. თეატრის დირექტორის, პაატა გულიაშვილის ინფორმაციით, სპექტაკლი მუსიკალურად თავად მსახიობების ცოცხლად შესრულებული სიმღერებით არის გაფორმებული.
„ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო სპექტაკლი. საქართველოს ეს სპექტაკლი დადგა რობორტ სტურუამ და წარმოდგენა დღემდე გადის. ძალიან მიხარია, რომ ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში შექსპირის მეორე სპექტაკლი გაიმართება. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ თავად მსახიობები ასრულებენ და ინსტრუმენტებზე უკრავენ“, – განაცხადა პაატა გულიაშვილმა.
ოც წელზე მეტია, თელავის თეატრში სპექტაკლი არც ერთ უცხოელ რეჟისორს არ დაუდგამს. წარმოდგენის პრემიერა 23 მაისს გაიმართება.