ახალი ამბები

ხვალ, სოფელ შილდაში, სახალხო დღესასწაული გაიმართება

ღონისძიების მოსამზადებელი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. 
როგორც knews.ge-ს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურში განუცხადეს, სახალხო დღესასწაულის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი.
“ხვალ გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გიორგი ბუშელაშვილი, სოფო ბედია, ოთო ნემსაძე და ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლები, მოეწყობა ვალოდია გელაშვილის ნახატების გამოფენა. ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება, დააგემოვნოს ადგილობრივი საწარმოების მიერ დაყენებული ღვინო. ხვალვე დაგეგმილია სპორტული შეჯიბრებები ჭიდაობასა და მკლავჭიდში”, – განუცხადეს knews.ge-ს ყვარლის მერიის კულტურის სამსახურში.