ევროკავშირი მეწარმეებისთვის გრანტების გაცემას იწყებს
ფერმერები გრანტებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ “ენპარდის” მესამე ფაზის ფარგლებში მიიღებენ.
,,გრანტის კომპონენტი განხორციელდება FAO-ს, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ. პროექტის ღირებულება 12 მილიონი ევროა”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
კოოპერატივ ,,საბას” ერთ–ერთი დამფუძნებლის, ალექსანდრე სოლოღაშვილის განცხადებით, მსგავსი დახმარება მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანია.
,,ენპარდის” მესამე ფაზის ფარგლებში, ჩვენმა პროექტის რაოდენობამ ჯამში შეადგინა 55 ათასი ლარი, ააქედან 37 ათას 500 ლარი იყო ევროკავშირის გრანტის თანხა, ხოლო 17 ათას 500 ლარი კოოპერატივის ფულადი თანამონაწილეობა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასეთი მნიშვნელოვანი დახმარება ჩვენთვის, რადგან სხვანაირათ ვერც საქმეს წამოვიწყებდით და ვერც ბიზნესის გაფართოებაზე ვიქნებოდით ორიენტირებული”, – აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას ალექსანდრე სოლოღაშვილი.
პროექტის ერთ–ერთი პრიორიტეტი სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებაა, რომელიც საკმაოდ კომპლექსური და მრავალკომპონენტიანია.