კახეთში ქართული ძმრის წარმოება იგეგმება
ღვინის კომპანია “Schuchmann Wines Georgia”-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ე.წ. ბალზამიკოს ადგილობრივ ბაზარზე გაყიდიან.
,,ქართული ძმრის გარდა, ყურძნის წიპწის ზეთსაც ვამზადებთ. მიგვაჩნია, რომ ორივე პროდუქტი საზოგადოებისთვის საინტერესოა, მოთხოვნადი, ამიტომ ვგეგმავთ, რომ სამომავლოდ ექსპორტზე გავიტანოთ”, – განუცხადა knews.ge-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ნუცა აბრამიშვილმა.
კომპანია პროდუქციას 25-ზე მეტ ქვეყანაში ყიდის.