ახალი ამბები

დღეს სახალხო დღესასწაული გარეჯობა 2018 გაიმართება

 ღონისძიებები 12 საათზე დაიწყება. როგორც knews.ge-ს საგარეჯოს მერიაში განუცხადეს, სახალხო დღესასწაულზე დაგეგმილია ტრადიციული დოღი, შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში და საზეიმო კონცერტი. უწყების ინფორმაციით, ღონისძიების დახურვის ცერემონიაზე, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დამსახურებულ პიროვნებებს „საპატიო გარეჯელის“ წოდება მიენიჭებათ. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სახალხო დღესასწაულს ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.