გურჯაანის სასამართლომ 15 წლის შვილის ცემაში ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება მიმდინარეობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის არაერთგზის ფაქტზე. უწყების ინფორმაციით, ოჯახური ძალადობის ფაქტს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველო იძიებს. სამართალდამცავებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ცოლ-ქმარი გუშინ დააკავეს. შსს-ს ცნობით, ისინი წარსულში ამ დანაშაულისთვის ნასამართლევები არიან. გამოძიებამ დაადგინა, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 13 მაისს, არასრულწლოვან შვილს, მათსავე საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
არასრულწლოვანი სოციალური პროგრამის ფარგლებში დროებითი მინდობის აღზრდის ოჯახს გადაეცემა.