სიღნაღში ექსტრემალური ატრაქციონის სამშენებლო სამუშაოები ივნისის ბოლოს დასრულდება
როგორც knews.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, ატრაქციონით დაშვება, რომლის ღირებულება, სავარაუდოდ, 30 ლარი იქნება, სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ იქნება შესაძლებელი. ბაქნები ბარათაშვილის ქუჩის მიმდებარე ბაღში განთავსდება.
ზიპლაინი (Zip Line) გაჭიმულ ფოლადის კაბელზე თავისუფლად მოძრავი როლერია, რომლითაც შესაძლებელია ერთი პუნქტიდან, მეორე პუნქტამდე უსაფრთხოდ დაშვება.