თელავში სპორტის განვითარების სტრატეგიის გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა
ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი. მიხეილ გიორგაძემ ისაუბრა თანამედროვე გამოწვევების შესახებ, სპორტისა და ხელოვნების როლზე ჯანსაღი თაობის აღზრდის პროცესში და ქვეყანაში არსებული სტატისტიკის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებზე.
„მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის“ შემუშავება ემსახურება საქართველოს მოსახლეობის სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებში მასობრივად ჩაბმას, სპორტის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელზეც სამინისტრომ მუშაობა 2013 წელს დაიწყო, ემსახურება დარგში სახელმწიფო მმართველობის ეფექტიან განხორციელებას და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას“, – განუცხადეს knews.ge-ს კულტურისა და სპორტის სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიისა და ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ საქართველოს კანონპროექტზე მუშაობა, სავარაუდოდ, 2018 წლის ბოლომდე დასრულდება.