სოციალურად დაუცველები ახალშობილისთვის 20 ლარის ფარგლებში საჭირო ნივთებს უფასოდ მიიღებენ
სოციალურად დაუცველები ახალშობილისთვის 20 ლარის ფარგლებში საჭირო ნივთებსა და საფენებს უფასოდ მიიღებენ.
თეა წულუკიანის უწყების ინფორმაციით, პროგრამის ბენეფიციარები სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 20 ლარიან ვაუჩერებსა და 50 პროცენტიანი ფასდაკლების ბარათებს მიიღებენ.
,,ახალშობილის მშობლები 20 ლარის ფარგლებში საჭირო ნივთებსა და საფენებს უფასოდ მიიღებენ, 50 პროცენტიანი ვაუჩერით კი სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენას ნახევარ ფასად შეძლებენ”,- განუცხადეს knews.ge-ს იუსტიციის სამინისტროში.
პროექტს იუსტიციის სამინისტრო 2016 წლიდან ახორციელებს.