ახალი ამბები

თელავში 900 წლის ჭადარს სამკურნალო სამუშაოები ჩაუტარდა

როგორც Knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, სპეციალისტებმა ხე შეწამლეს მწერების საწინააღმდეგო ხსნარით და დაამუშავეს სპეციალური ქიმიკატებით.
,,საქართველოში ყველაზე დიდი ჭადრის ხე თელავის სავიზიტო ბარათია და მისი სიცოცხლისუნარიანობის გასახანგრძლივებლად ყველაფერს ვაკეთებთ. გარდა ამ სამუშაოებისა, გასულ წლებშიც გატარდა უწყების მიერ შესაბამისი სამუშაოები, რომელშიც როგორც ქარველი ასევე უცხოელი სპეციალისტები იყვნენ ჩართული”,- განუცხადეს knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.
სამუშაოები ჩატარდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კვლევითი ცენტრის მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დეპარტამენტის და კახეთის რეგიონული სამმართველოს და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შპს კეთილმოწყობის სამსახურის მხარდაჭერით.