“კახეთში აზიური ფაროსანას გავრცელების საშიშროება არ არსებობს”
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, სამინისტრო მავნებლის შესახებ ინფორმაციას მთელი საქართველოს მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში იღებს და ამ დროისთვის კახეთში მწერის გავრცელება არ შეინიშნება.
„საშიშრობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ მე ვამბობ, რომ აზიური ფაროსანას პოპულაციის ის მასშტაბი, რომლებიც დამაზიანებელია სოფლის მეურნეობისთვის, აღმოსავლეთ საქართველოში არც ქართლში, არც კახეთში, არც ქვემო ქართლში არ დაფიქსირებულა. ერთეული პოპულაციები თბილისშიც გვხვდება, თუმცა ეს იქნება ის რეჟიმი, რომელთან ბრძოლა და ცხოვრება მოგვიწევს. ამ ეტაპზე მასიური შეწამვლის საჭიროება არ იგეგმება, იმიტომ რომ არ არის საჭირო. ჩვენ მონიტორინგის რეჟიმში ინფორმაციას ყოველდღიურად ვიღებთ, თუკი სადმე სხვა კრიტიკული და ცხელი წერტილები შეიქმნება, სახელმწიფოს აქვს რესურსი და შესაბამისი რეზერვები, რომ რეაგირება მონენტალურად მოვახერხოთ“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.