გურჯაანში ჭადრაკში ჩატარებულ სპარტაკიადაში მე-4 სკოლამ გაიმარჯვა
გამარჯვებელი გუნდის წევრებს – დათა ყალაბეგაშვილს, ანი ჭყოიძეს და გიგი ჩოკოშვილს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული მედლები და დიპლომები გადაეცათ.
მეორე ადგილზე ქალაქ გურჯაანის მე-2, ხოლო მესამე ადგილზე სოფელ ჩუმლაყის საჯარო სკოლები გავიდნენ. გამარჯვებულ გუნდებს გურჯაანის მერიამ საჩუქრად საჭადრაკო დაფები გადასცათ.
სასკოლო სპარტაკიადა ჭადრაკში გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.