სიღნაღის მერიაში ქალთა ოთახი შეიქმნა
აღნიშნული სივრცე ოფისისთვის საჭირო ტექნიკით, ინვენტარით აღიჭურვა და დღეიდან ფუნქციონირება დაიწყო.
მერიის ინფორმაციით, „ქალთა ოთახის“ მეშვეობით ადგილობრივი თვითმმართველობა მოსახლეობას სთავაზობს საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას, თავისუფალ, ღია სივრცეს დასვენებისა და სოციალური აქტივობისთვის.
,,ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ: კომპიუტერით და ინტერნეტით; საკონსულტაციო სერვისით; საბავშვო კუთხით; თავისუფალი სივრცით სხვადასხვა შეხვედრის მოსაწყობად; ბიბლიოთეკით; საგანმანათლებლო სერვისით”,- განუცხადეს knews.ge-ს სიღნაღის მერიაში.