კახეთში არასრულწლოვან შვილზე ძალადობის ბრალდებით ცოლ-ქმარი დააკავეს
შსს-ს ინფორმაციით, ისინი წარსულში ამ დანაშაულისთვის ნასამართლევები არიან.
გამოძიებამ დაადგინა, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა ბრალდებულებმა, მიმდინარე წლის 13 მაისს, არასრულწლოვან შვილს, მათსავე საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
არასრულწლოვანი, სოციალური პროგრამის ფარგლებში, დროებითი მინდობის აღზრდის ოჯახს გადაეცემა.