ახალი ამბები

მექანიზატორი 3 მილიონი ლარის ტრაქტორებს შეიძენს

კომპანიამ შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 38 ერთეული ტრაქტორს შეძენაა გათვალისწინებული.
კომპანიის ინფორმაციით, მათი მოთხოვნაა, რომ ტრაქტორები 80 ცხენის ძალის სიმძლავრის იყოს და აუცილებლად 2018 წელს გამოშვებული. 
ტრაქტორები კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა მიიღოს. წინადადებების წარდგენა 30 მაისს სრულდება.