სიღნაღში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება
ქართულ ეროვნულ სამოსში გამოწყობილი მოქალაქეები მთელ ქალაქს , მათ შორის ტურისტულ ლოკაციებს მოივლიან და სიღნაღის ეროვნულ მუზეუმს ესტუმრებიან. მსვლელობის დასრულების შემდეგ, აღმაშენებლის მოედანზე, აქციის მონაწილეები ფოლკლორულ ნომრებს წარმოადგენენ.
მსვლელობაში მონაწილეობა ნებისმიერ მოქალაქეს და ტურისტს შეუძლია.
კოსტუმირებული მსვლელობა აღმაშენებლის მოედნიდან 14:00 საათზე დაიწყება.