გურჯაანში მარტოხელა მშობლების სოციალური საწარმო გაიხსნა
საწარმოში აცხადებენ, რომ საცხობში ძირითადად მარტოხელა მშობლები დასაქმდებიან, მათი გამომცხვარი პური კი ჯერ გურჯაანში, შემდეგ კი მთელი კახეთის მასშტაბით გაიყიდება. საწარმოს შექმნის იდეა გურჯაანში მცხოვრებ მარტოხელა დედას, თამარ სიბაშვილს ეკუთვნის.
“საწარმო გაიხსნა კახეთის რეგიონული განვითარების ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით. მივიღეთ 4080 ლარის გრანტი და ისე დავიწყეთ საქმიანობა. საწარმოში მარტოხელა მშობლები დასაქმდებიან. ამის გარდა, გვინდა, ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მივაწოდოთ მომხმარებლებს. ჩვენი მიზანი არა ბიზნესის განვითარება, არამედ მარტხოელა მშობლების მხარდაჭერაა“,- განუცხადეს knews.ge-ს სოციალურ საწარმოში.
პროექტს „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
ფოტო: ipress.ge