“თვითმმართველობებს განსაკუთრებული როლი ეკისრება ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში”
გიორგი გოგოლაშვილის განცხადებით, ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია, ევროკავშირთან ინტეგრაცია კი საპასუხისმგებლოა.
,,ევროპა ჩვენი ისტორიული არჩევანია, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესები კი შრომატევადი და საპასუხისმგებლო. თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ამ გზაზე ღირსეულად ვიაროთ”, – აღნიშნა გიორგი გოგილაშვილმა.
ღონისძიებ ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, თბილისის საკრებულოსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით გაიმართა და მასში საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სემინარზე მონაწილეებმა სხვადასხვა ექსპერტისა და სამთავრობო წარმომადგენლისგან საქართველოს და ევროპის ისტორიულ ურთიერთობებზე, ასევე, ასოცირების შესახებ შეთანხმების, ვიზალიბერალიზაციის, ევროკავშირის დახმარების პროგრამებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე ინფორმაცია მიიღეს.