ხვალ სიღნაღის მუნიციპალიტეტს გაზმომარაგება შეუწყდება
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენის სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებია.
,,17 მაისის შუადღის 14:00 საათიდან საღამოს 16:00 საათამდე სიღნაღის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, ქალაქ სიღნაღს, სოფელ ნუკრიანსა და სოფელ ზემო მაღაროს გაზმომარაგება შეუწყდება. აბონენტებს ბუნებრივი აირის მიწოდება 17 მაისის 16:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ’’, – განაცხადეს კომპანიაში.