ახალი ამბები

თელავის სოფელ ვანთაში მოსკვიჩის მარკის ავტომობილი დაიწვა

 როგორც knews.ge-ს ვანთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა გიორგი ნაპირელმა განუცხადა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 
„მანქანაში ცეცხლი იმ დროს გაჩნდა, როდესაც მძღოლი ავტომობილიდან გამდოდიოდა. შემთხვევა მოულოდნელად მოხდა. უცნობია, რამ გამოიწვია მანქანის დაწვა. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და პოლიცია იყო მობილიზებული“, – განაცხადა გიორგი ნაპირელმა. 
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

საინფორმაციო სააგენტო “პირველის” ფოტო