ახალი ამბები

თელაველმა სამჭიდელმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

 39 წლის ვეტერანმა ქართველმა ათლეტმა 83 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა. ძამუკაშვილმა ჯამში 742.5 კგ დააგროვა და მეხუთე ადგილი დაიკავა, თუმცა ამოწევაში 317.5 კილოგრამი ასწია, ყველას აჯობა და ევროპის ჩემპიონატზე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა. 
ჩეხეთის ქალაქ პილსენში ძალისმიერ სამჭიდში EPF-ის ეგიდით ევროპის ჩემპიონატი 6-12 მაისს ჩატარდა.