საფეხბურთო კლუბმა თელავმა მარტვილის მერანი დაამარცხა
მატჩი თელავში, გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე, ჩატარდა.
თელავის ნაკრებიდან გოლები 24-ე წუთზე გიორგი ნიქაბაძემ და 67-ე წუთზე ფირუზ მარაქველიძემ გაიტანეს. არსებული მონაცემებით, გიორგი დეკანოსიძის გუნდს 17 ქულა აქვს და ათგუნდიანი გათამაშების ცხრილში მე-5 ადგილზეა. საფუხბურთო კლუბის ინფორმაციით, მე-12 ტურის მატჩს „თელავი“, 18 მაისს, სტუმრად „გაგრასთან“ გამართავს.