თუშური გუდის ყველის ადგილწარმოშობის რეგისტრაცია 2019 წელს დასრულდება
როგორც BM.ge-ს კოოპერატივ ,,ალაზნისთავის“ თანადამფუძნებელმა გიორგი აბულიძემ განუცხადა, ეს სტატუსი ამ პროდუქტებს ევროკავშირის ბაზარზე შესვლას გაუადვილებს. მისივე ინფორმაციით, ევროპის ბაზარზე რძის პროდუქტების ექსპორტი საკმაოდ რთულია.
,,მე თავად ვარ ჩართული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, „ელკანას“ და FAO-ს ერთობლივ პროექტში, რომლის თანახმადაც გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის პროცესი მიმდინარეობს. კერძოდ, საქპატენტის ჩართულობით მიმდინარეობს თუშური გუდის ყველისა და სულგუნის, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის და ადგილწარმოშობის რეგისტრაცია. ეს საკმაოდ ვრცელი პროცესია, გასული წლის ზაფხულიდან დაიწყო პროექტი და 2019 წლამდე გაგრძლდება. შუალედურ ეტაპზე, ამ დროისთვის, ჩამოყალიბებული გვაქვს თუშური გუდის ყველის მწარმოებელთა ასოციაცია და მისი ჩართულობით ვცდილობთ, პროდუქციის პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი, მათ შორის დონორების დახმარებით“, – განაცხადა გიორგი აბულიძემ.
გეოგრაფიული აღნიშვნების შემუშავებაზე საქართველოს ევროკავშირი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ეხმარება.