საქართველოსთვის შესაძლოა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის განხილვა დაიწყოს
გამოცემის ცნობით, სტატისტიკის ასეთი ზრდა ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ფიქსირდება. არსებული ინფორმაციით, 2017 მარტის მონაცემებთან შედარებით, მხოლოდ გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მინიჭებაზე განაცხადების რაოდენობა დაახლოებით სამჯერ გაიზარდა.
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, შეჩერების მექანიზმი გულისხმობს ევროკავშირის მიერ ამა თუ იმ ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას რამდენიმე ძირითადი კომპონენტის საფუძველზე. კახა გოგოლაშვილი მიუთითებს, რომ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის ერთ–ერთი საფუძველია უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა მკვეთრად გაზრდა.
,,შეჩერების მექანიზმი ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან საგრძნობლად გაიზრდება იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც საზღვარზე ევროკავშირის სახელმწიფოში შეშვებაზე უარს ეტყვიან და, რომლებიც შენგენის ზონაში უვიზოდ დარჩენის ვადებს დაარღვევენ. ასევე, თუ უსაფუძვლოდ თავშესაფრის მაძიებელთა მიმართვიანობა საგრძნობლად გაიზრდება, ქვეყანა ნაკლებად ითანამშრომლებს ევროკავშირთან რეადმისიის კუთხით (თანამშრომლობის გაძლიერება უკანონო მიგრაციის ბრძოლის საკითხებში) და საქართველოდან ჩასული ადამიანები საფრთხეს შეუქმნიან ევროკავშირის კონკრეტული სახელმწიფოს საზოგადოებრივი წესრიგსა და უსაფრთხოებას“, – განმარტავს knews.ge-სთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.