NDI: ეთნიკური უმცირესობების უმრავლესობამ ქართული ენა არ იცის
გამოკითხულთა 4% ამბობს, რომ ქართული ენა მაღალ დონეზე იცის, 26% საშუალო დონეზე ფლობს, 27%-მა – დაწყებით დონეზე, 29%-ს არ აქვს საბაზისო ცოდნა.
გამოკითხულთა 14%-მა რუსული ენა მაღალ დონეზე იცის, 46%-მა – საშუალო დონეზე, 24%-ს არ აქვს საწყისი ცოდნა.
ინგლისურ ენას გამოკითხულთა 17% მაღალ დონეზე ფლობს, 29% -საშუალო დონეზე, 33%-ს არ აქვს საწყისი ცოდნა.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.