გურჯაანში შენების მოძრაობის ოფისი გაიხსნა
ღონისძიებას მოძრაობის ლიდერი, დავით უსუფაშვილი დაესწრო, მხარდამჭერებს შეხვდა და საორგანიზაციო საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. უსუფაშვილის განცხადებით, ,,შენების მოძრაობა,, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება და პრეზიდენტობის კანდიდატი, სავარაუდოდ, თავად იქნება. მისივე ინფორმაციით, პოლიტიკური გაერთიანება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას.
“ძალიან მნიშვნელოვანია რომ გურჯაანში შენების მოძრაობის ოფისი გაიხსნა. ეს არის ეროვნული მასშტაბის პოლიტიკური პროექტის ერთი ნაწილი. ძალიან კარგია, რომ გურჯაანში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სასიკეთო ცვლილებებისთვის პოლიტიკური ცხოვრება აუცილებელია. ჩვენ ვემზადებით 2018 წლის საპრეზიდენტო და შემდეგ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ქვეყანას სჭირდება განახლება, გამოცდილი პოლიტიკური ძალების გაერთიანება და ენთუზიაზმი, ახალი თაობის ჩართვა ამ პროცესში”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილი წლების განმავლობაში რესპუბლიკურ პარტიას ხელმძღვანელობდა. იგი 2012 წლის მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე იყო.