ომბუდსმენი – დასაქმების პარალელურად სოციალური შემწეობის მიღება უნდა გაგრძელდეს”
ნინო ლომჟარიას მოსაზრებით, საარსებო შემწეობის გაგრძელების შემთხვევაში შრომისუნარიან სოციალურად დაუცველ პირს სტაბილურობის განცდა გაუჩნდეება.
„საარსებო შემწეობით მოსარგებლე ბენეფიციარების თითქმის ნახევარს შეუძლია დასაქმდეს და იქონიოს შემოსავალი და გაიუმჯობესოს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. თუმცა, სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლისას (დასაქმება, სხვა შემოსავალი) ბენეფიციარის მონაცემები სწორდება და მაღალი ალბათობით ის ვეღარ იღებს საარსებო შემწეობას. შესაბამისად, ბენეფიციარებისთვის დასაქმება გაიგივებულია საარსებო შემწეობის დაკარგვასთან, რადგან დღეს არსებული სოციალური დახმარების სისტემა იმდენად მინიმალურ საჭიროებებზეა მორგებული, რომ შემოსავლის ნაწილში, თუნდაც მცირედი ხელფასის ან სხვა სახის ეკონომიკური აქტივობის დაფიქსირება, სარეიტინგო ქულის საკმაოდ ზრდას იწვევს. ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია, რომ შრომისუნარიანმა ბენეფიციარმა, დასაქმების პარალელურად, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, განაგრძოს საარსებო შემწეობის მიღება მეტი სტაბილურობის განცდისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ მიიღწევა ისეთი მიზნები, როგორიცაა ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება.“- ნათქვამია სახალხო დამცველის ანგარიშში.