გურჯაანის ალაზანმა გორის ლეგიონი დაამარცხა
თამაშის მოგების შემდეგ გურჯაანის საფეხბურთო კლუბი ღია პირველობის ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა. შემდეგ მატჩს “ალაზანი” 1-ელ მაისს, მუხრანში, საფუხბურთო გუნდ “გაგრასთან” გამართავს.
“ეს იყო ყველაზე პრინციპული მატჩი, რადგან ჩვენ შევხვდით გათამაშების ერთ-ერთ ფავორიტს. ღია ლიგაში 10 გუნდი მონაწილეობს. ჩვენ უნდა ჩავატაროთ 18 მატჩი. შესაბამისად ჩვენმა გუნდმა ღია ლიგა ძალიან კარგად დაიწყო. 3 მატჩიდან სამივე მოვიგეთ. ჩვენი მიზანია გადასვლა უმაღლეს ლიგაში”, – განაცხადა გურჯაანის სპორტული გაერთიანების კონსულტანტმა, გელა მეგრელიშვილმა.