კარდენახში, იოსებ ნონეშვილის სახლ-მუზეუმში ინფრასტრუქტურის განახლება იგეგმება
მუზეუმის დირექტორის ინფორმაციით, გასულ წელს სახლ-მუზეუმს 1500 ვიზიტორი ესტუმრა. თამარ დურგლიშვილის თქმით, წელს ტურისტების მოსაზიდად აუცილებელია მუზეუმის ძველი მარნის აღდგენა და შეაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა.
“თუ ინფრასტრუქტურა არ განახლდება, ტურისტები არ მოვლენ. მუზეუმში არის უნიკალური ძველი მარანი, რომლის აღდგენა აუცილებელია. ამ თვის ბოლოდან გურჯაანის მერია ფიქრობს, რომ დაიწყონ ინფრასტრუქტურული სამუშაოები”, – განაცხადა თამარ დურგლიშვილმა.