ახალი ამბები

ქართული ღვინის კომპანიებმა იპონელ იმპორტიორებთან შეთანხმებას მიაღწიეს

გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის სემინარი-დეგუსტაცია “საქართველო – ღვინის აკვანი” გაიმართა. ღონისძიებას იაპონელი ღვინის პროფესიონალები დაესწრნენ. 
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით წელს გამოფენაში მონაწილეობდნენ შემდეგი კომპანიები: “ვინაგორა”, “შუმი”, “ვაინმენი”, “ჩიგოგიძის ღვინოები”, “ბესინი“, „კახური ტრადიციული მეღვინეობა”, “შილდა”, “მეღვინეობა დანიელი“, “მილდიანი”, “დუგლაძეების ღვინის კომპანია“, “მეღვინეობა ხარება”, “გიუაანი”, “მარანული”, “თბილღვინო”, “შატო მუხრანი” და GWS.
’’საერთაშორისო გამოფენაში “Wine and Gourmet Japan” ტრადიციულად თავს იყრიან ღვინის წამყვანი სპეციალისტები, ღვინით მოვაჭრეები და იმპორტიორები აზიის რეგიონიდან, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას იაპონიასა და მის მეზობელ ქვეყნებში.
„Wine and Gourmet Japan“ არის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბური და პროფესიონალური გამოფენა აზიის მასშტაბით და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. ღვინის ეროვნული სააგენტო იაპონიაში აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს 2015 წლიდან ახორციელებს, რის შედეგადაც გაიზარდა როგორც ქართული ღვინის კომპანიების მხრიდან იაპონიის ბაზრის მიმართ ინტერესი, ისე იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი”,- განაცხადეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში.