მოქალაქეები პარლამენტისთვის პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენას შეძლებენ
გარდა ამისა, ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების დროს შესაძლებელი გახდება ხელმოწერების ელექტრონულად შეგროვება.
მოქმედი კანონმდებლობით, მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, პეტიცია პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე წერილობითი ფორმით შეიტანონ, თუმცა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს რეგლამენტი პეტიციის ელექტრონული ფორმით წარდგენის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.
ანალოგიურად, მხოლოდ ფურცელზე შევსებული ხელმოწერების (30 000 ხელმოწერა) საფუძველზე საინიციატივო ჯგუფი პარლამენტში კანონპროექტს წარადგენს.
კანონპროექტის ინიციატორთა განმარტებით, ცვლილებების მიზანია, OGP-ის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება და კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მაღალი სტანდარტის დანერგვა.