ვეტერანთა საჭადრაკო ტურნირის გამარჯვებული სიღნაღელი ივანე სიფრაშვილი გახდა
სენიორ მოჭადრაკეთა შორის საერთაშორისო ტურნირი, 16-18 აპრილს, ქალაქ ბათუმში, საჭადრაკო კლუბ “ნონას” ორგანიზებით ჩატარდა.
,,საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი წრიული სისტემით შვიდ ტურად გაიმართა. მასში მონაწილეობას სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოჭადრაკეები იღებდნენ. ტურნირში პირველი ადგილი სიღნაღელმა, საქართველოს ჩემპიონმა, დამსახურებულმა მწრთვნელმა ივანე სიფრაშვილმა დაიკავა, რომელიც გურამ ჭანტურიას სახელობის თასით, ოქროს მედლით, დიპლომით და ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვდა. 2018 წლის ნოემბერში ივანე სიფრაშვილი სლოვაკეთში მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებულს სიმბოლური საჩუქარი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიამაც გადასცა”,-განუცხადეს knews.ge-ს ტურნირის ორგანიზატორებმა.