ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში შეძენილი პიკაპები შსს-ს გადაეცემა
მთავრობის განკარგულების მიხედვით, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციას ახლავს, აღნიშნული პიკაპები შიანაგან საქმეთა სამინისტროს უნდა გადაეცეს. სატენდერო პირობებით 180 ერთეული ავტომობილის შესყიდვაა გათვალისწინებული, რომელშიც 10 მილიონ 700 ათასი ლარია გამოყოფილი.
“ორი თვის წინ გამოცხადებულ ტენდერში, რომლითაც შპს ,,მექანიზატორს“ სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის სპეციალიზირებული მანქანები უნდა შეეძინა, გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეწამვლის სამუშაოების შეუფერხებლად ჩასატარებლად მანქანები შსს-სგან ითხოვეს. ეს პიკაპები სურსათის ეროვნილი სააგენტოს ბალანზე გადმოვა, შსს-სთვის კი ახალ ავტომობილების ყიდვაა დაგეგმილი”, – განაცხადეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წინადადებების წარდგენა 4 მაისამდე იქნება შესაძლებელი.