სოფელ ვაზისუბანში მდებარე ოთხ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანება უკვე გამოქვეყნდა.
როგორც Knews.ge-ს გურჯაანის მერიაში განუცხადეს, ტაძრებისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭების მიზნით სააგენტოში შესაბამისი დოკუმენტაცია მერიამ წარადგინა.
,,სააგენტოს ხელმძღვანელის ნიკოლოზ ანთაძის ბრძანებით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობის და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ძეგლის სტატუსი მიენიჭა – ვაზისუბნის თამარ მეფის სახელობის (XI-XII სს), „დავითიანის“ (XI-XII სს), წმ.ილიას სახელობის დარბაზულ (შუა საუკუნეები) და კვირაცხოვლის სახელობის (XIX სს) ეკლესიებს. მიმდინარე წლის იანვარში, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭერემში მდებარე ორ ისტოეიულ ობიექტს – მამა დავითის (VI-VII სს) და წმ.გიორგის სახელობის (გვიანი შუა საუკუნეები) ეკლესიებს მიენიჭა”,– განუცხადეს Knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში 400-ზე მეტი ისტორიული ობიექტია, საიდანაც 145 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლია.