თელავში სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერ პროგრამას გააცნობენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საინფორმაციო კამპანიის მიზანია, რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს გააცნოს პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმე“ პირობები, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს კვალიფიციური განაცხადების მომზადებაში, იდეის სწორად ფორმირებაში და ბიზნესის განვითარებაში.
,,პროექტის მიზანია რეგიონებში ეკონომიკური ზრდის გაძლიერება და ახალგაზრდა მეწარმეების ხელშეწყობა ფინანსური და ტექნიკური დახმარების გზით. პროგრამა ითვალისწინებს საგრანტო თანადაფინანსებას ანუ მთლიან საინვესტიციო პროექტში 40% არის გრანტი არაუმეტეს 60 000 ლარი, ხოლო პროგრამით დაინტერესებული პირის ფინანსური თანამონაწილეობა არის 60% ანუ არანაკლებ 90 000 ლარი. პროგრამა ითვალისწინებს ვენახის გაშენებას, საოჯახო ტიპის მარნების მოწყობას, მაღალპროდუქტიული პირუტყვის ფერმის მოწყობას, რძის გადამამუშავებელი მიკრო საწარმოს მოწყობას, საოჯახო ტიპის სასტუმროების მოწყობას და სხვა საინტერესო მიმართულებებს. საინფორმაციო კამპანიისას ყველა ამ მიმართულების დეტალებს განიხილავენ”, – განაცხადეს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
საინფორმაციო კამპანიას ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები „აგროსერვისი“ და „სოფლის მეურნების პოლიტიკისა და განვითარების ინსტიტუტი“.