ლაგოდეხის საკრებულოს საფინანსო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს
კუპრაშვილი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს„ ლაგოდეხის პროპირციული სიის ათეულში შედიოდა. წარმომადგენლობითმა ორგანომ მიიღო განკარგულება, რომლის მიხედვითაც კუპრაშვილი საკრებულოს წევრი ოფიციალურად გახდა. ის წარმომადგენლობითი ორგანოს ყოფილი დეპუტატის, ზურა ჯაფარიძის ადგილმონაცვლეა. ჯაფარიძე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა.